LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს, როცა ბავშვი საქორწილო კაბითაც წამოგვიყვანია ქორწილიდან“ – სახალხო პლატფორმა

250
ანა-ფაჩუაშვილი

„ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს, როცა ბავშვი საქორწინო კაბითაც წამოგვიყვანია ქორწილიდან“, – ამის შესახებ გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა ანა ფაჩუაშვილმა ისაუბრა. გადაცემის თემა ეხებოდა არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ სექსუალური სახის დანაშაულს.

რა ზომებს იღებს შსს არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულთან დაკავშირებით – სახალხო პლატფორმა

ერთ-ერთი ბოლო საქმეში, რომელიც მახსენდება, ბიჭის ახლობლების მხრიდან იყო გაჟღერებული, რომ ბავშვი „თავისი ნებით“ გაჰყვა ცოლად ზრდასრულ ადამიანს, რომელიც ბუნებრივია ვერ იქნება არგუმენტი, როგორია თქვენი პოზიცია და რეაგირება ასეთ დროს?

ჩვენ ყველა დეტალს ვიკვლევთ. როცა არასრულწლოვნის მიმართ ხდება სექსუალური სახის დანაშაული, ჩვენ ვითვალისწინებთ რომ ბავშვის ნებელობა არ არის რეალური და ნამდვილი, შეუძლებელია 13 წლის ბავშვმა თანხმობა განაცხადოს სქესობრივ ურთიერთობაზე, ბავშვს ვერ ენდომება მის მიმართ ძალადობრივი მოვლენების ჩადენა და აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბავშვი შეიძლება ვერც იაზრებდეს თუ რა ხორციელდება მის მიმართ. არასრულწლოვანთან რაიმე ტიპის სექსუალური დანაშაულის განხორციელება ფასდება გამოძიების მიმართ. ამ კონკრეტულ საქმეში, რაზეც საუბრობთ დანაშაული დაკვალიფიცირდა როგორც გაუპატიურება. ამიტომ აქ ვერ იქნება გათვალისწინებული ოჯახის წევრების მიერ გაჟღერებული „ბავშვს უნდოდა“.

ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებით გვაქვს შემდეგი სტატისტიკა: 2020 წელს 134 ფაქტი გამოიკვეთა, სადაც დანაშაულის ჩადენის მოტივად სწორედ ბავშვთან ქორწინება იყო დასახელებული.

ყველას ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. 2020 წელს მიღებული იყო კანონი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ამოქმედებული კანონით სასამართლო უფლებამოსილია არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ სქესობრივ დანაშაულთან დაკავშირებით ბრალდებულს გარკვეული ტიპის შეზღუდვები დაუწესოს. ჩვენთან არის ამ დანაშაულში ბრალდებულები პირების რეესტრი.

პირი, რომელიც გამოდის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მას შეიძლება სასამართლომ შეეზღუდოს: საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობა, არასრულწლოვანთან ერთად ერთ სივრცეში ცხოვრება, საექიმო საქმიანობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანაც კი.

ბავშვები თუ მოგმართავენ დახმარებაზე?

გვაქვს ბავშვებისგან შეტყობინებები, ჩვენთან მომართვები იზრდება თითოეული კამპანიის შემდეგ. უშუალოდ შეხვედრის შემდეგაც დაგვლაპარაკებიან ბავშვები, თუმცა ბავშვებს ეშინიათ რომ ფაქტზე საუბრის შემდეგ მათ მიმართ განხორციელდება გარკვეული ტიპის ზეწოლები.

ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს, როცა ბავშვი საქორწინო კაბითაც წამოგვიყვანია ქორწილიდან. ასეთი ტიპის ქორწინების შემდეგ ეს ბავშვები უფრო მოწყვლადები არიან და მათზე ხშირად ხორციელდება არა მარტო სექსუალური ტიპის ძალადობაა, არამედ ფიზიკური ტიპის დანაშაულის მსხვერპლები ხდებიან. მძიმე კატეგორიის ტიპის დანაშაულზე ხელის დაფარება ასევე დანაშაულია, შესაბამისად, აუცილებელია ასეთი ტიპი დანაშაულის შესახებ საზოგადოებამ მოგვაწოდოთ ინფორმაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g