LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ბედნიერი ქორწინება გვქონდა“ – ნიკოლ კიდმანი ტომ კრუზთან ურთიერთობის შესახებ ალაპარაკდა

360
safe-image

53 წლის ნიკოლ კიდმანმა გამოცემა ,,ნიუ იორკ თაიმსს” ვრცელი ინტერვიუ მისცა. ვარსკვლავმა 1999 წელს გადაღებული  საკულტო ფილმის, „ფართოდ დახუჭული თვალები“ გადაღებები გაიხსენა და ტომ კრზთან  ქორწინებაზეც ისაუბრა.

მსახიობის განცხადებით, ფილმში  განსახიერებული წყვილი, კიდმანი -კრუზის რეალური წყვილისგან რადიკალურად განსხვავდებოდა, იმ პერიოდში ნიკოლი ტომთან საოცრად ბედნიერი იყო.

„ფილმის გადაღებები 2 წელი გრძელდებოდა, ჩვენ ბორბლებიან სახლში ვცხოვრობდით, ერთად ვამზადებდით სპაგეტის, ზოგჯერ ფილმის რეჟისორი, სტენლი კუბრიკიც ჩვენთან ერთად სადილობდა. მე ტომთან ბედნიერი ვიყავი “, – აცხადებს კიდმანი.

შეგახსენებთ, 90-იანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავური წყვილს 11 წლიანი ქორწინება აკავშირებდა. მათ ორი აყვანილი შვილი, – 27 წლის იზაბელა და 25 წლის კონორი კრუზი ჰყავთ.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები