LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩვენ ჩვენებურად ვაპროტესტებთ” – კონტრაქცია პარლამენტთან (ვიდეო)

189
78737460-1811376675827724-6963064468481769472-n

გაერთიანებული ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების მიერ მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, პარლამენტის შენობასთან კონტრაქცია იმართება. მთავრობის რამდენიმე მხარდამჭერი რამდენიმე დღეა საკანონმდებლო ორგანოს წინ კარავში სხედან და როგორც მათ ჩვენს ჟურნალისტს განუცხადეს, დარჩებიან მანამ, სანამ პოლიტიკურ სადავეებს არ მოშორდება რამდენიმე ოპოზიციური ლიდერი.

“ჩვენ აქ მშვიდად და წყნარად ვაპროტესტებთ. ძალადობა, რომ გვინდოდეს 5 და 10 კაცი კი არ ვიქნებოდით, არამედ 5 000 ვიქნებოდით. ისინი გვაბრალებენ, რომ თითქოს ჩვენ ვაწყობთ რაღაც პროვოკაციებს. ეს ტყუილია. იყო ერთი მცირე ინციდენტი, მაგრამ ისინი სხვები იყვნენ”, – აცხადებს კონტრაქციის ერთ-ერთი მონაწილე.

რაც შეეხება ოპოზიციის პროტესტს, პიკეტირების მცდელობა გრძელდება. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. როგორც “ფორტუნას” ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით არიან დაკავებულები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე დღეს 12 პირი დააკავეს.

„პოლიციამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 12 პირი დააკავა. აღნიშნული პირები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე  და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის არიან დაკავებული“, – აცხადებენ შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები