LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ დავასუსტებთ რუსეთის ეკონომიკის საფუძველს, სანქციების მიზანია დიდი ზიანი მიაყენოს კრემლის მიერ ომის დაფინანსებას – ევროკომისიის პრეზიდენტი

89
1592499309-69european-1024x693

„ჩვენ დავასუსტებთ რუსეთის ეკონომიკის საფუძველს და მისი მოდერნიზაციის შესაძლებლობას”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდება, რომელთა ამოცანა იქნება რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებს შეეზღუდოს წვდომა “რუსეთისთვის საკვანძო მნიშვნელობის მქონე“ ტექნოლოგიებზე და ბაზრებზე.

„დამატებით, ჩვენ გავყინავთ რუსეთის აქტივებს ევროკავშირში და შევუზღუდავთ რუსეთის ბანკებს წვდომას ევროპის ფინანსურ ბაზრებზე“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. მისივე განმარტებით, სანქციების მიზანია დიდი ზიანი მიაყენოს კრემლის მიერ ომის დაფინანსების შესაძლებლობას.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. დილიდან აფეთქებები ისმის ხარკოვსა და კიევთან.

აღსანიშნავია, რომ დასავლეთის სახელმწიფოები აპირებენ გააძლიერონ სანქციები რუსული აგრესიის საპასუხოდ. აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ რუსეთს დაუწესებს სანქციების ახალ პაკეტს. რუსეთს სანქციებს იაპონიაც დაუწესებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მოსკოვის ქმედებები უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის ხელყოფაა. იაპონია აკრძალავს რუსეთის მიერ გამოშვებული ბონდების ყიდვას, გაყინავს კონკრეტული პირების აქტივებს და აუკრძალავს მათ იაპონიაში მოგზაურობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g