მომღერლები მარიამ შენგელია და ნუცა თოფურია სოციალურ ქსელში კვლავ ერთად გამოჩნდნენ. გოგონებმა საერთო ვიდეო გადაიღეს.
„ჩვენ დავბრუნდით, მოგენატრეთ? ჩვენ კი“ – ეს სიტყვები გასდევს ვიდეო კადრებს ფონად, რომელიც ტიკ-ტოკზე ნუცა თოფურიამ გამოაქვეყნა.
მომღერლების ამ ჟესტმა ბევრი კითხვა გამოიწვია. გამომწერები დაინტერესდნენ განახლდა თუ არა მათი მეგობრობა, რასაც კომენტარებში დადებითი რეაქციები და მოჰყვა.
„მეგობრობა და ადამიანობა უპირველეს ყოვლისა“, „მიყვარს ეს დუო“, „მეგობრობაზე წინ არასოდეს არავინ და არაფერი დააყენოთ“, რამდენი ხანია გელოდებით“, – უწერენ კომენტარებში.