ახლახან, კეიტლინ ჯენერი This Morning-ის სტუმარი გახლდათ, სადაც მან კრის ჯენერთან ქორწინებასა და შვილებთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ყველა შვილთან არ აქვს თანაბრად კარგი ურთიერთობა და ზოგთან უფრო მეტ სიახლოვეს გრძნობს.
„მე 6 წელი მარტო ვიყავი და საკუთარ თავს ვებრძოდი, მსურდა გამეგო, თუ ვინ ვიყავი და როგორი მინდოდა ვყოფილიყავი. რაც შეხება კრის, მასთან მე დღემდე არ ვკონტაქტობ, როდესაც რაიმე საქმე გვაქვს, მენეჯერის საშუალებით ვამყარებთ კომუნიკაციას. ეს ძალიან სამწუხაროა“, – აცხადებს ოლიმპიური ჩემპიონი.
ცნობისთვის, კეიტლინი, ნამდვილი სახელით, უილიამ ბრიუსი და კრის ჯენერი, ქორწინებაში 22 წელი იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, უილიამ ბრიუს ჯენერს, რომელმაც 2015 წელს სქესი შეიცვალა, არაერთხელ განუცხადებია, რომ ქალად გარდაქმნა მის ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რის შემდეგაც მან ბოლოს და ბოლოს საკუთარი თავი იპოვა.
„მგონი ისევ მამაკაცად ყოფნა მოენატრა“ – 73 წლის კეიტლინ ჯენერი სახალისო პოსტს ავრცელებს