პაატა იმნაძე ამბობს, რომ ჩვენ დღეს ავადობა გვაქვს 100 ათას მოსახლეზე გადაანგარიშებით, ინდოეთში რაც ხდებიდა, იმაზე ხუთჯერ მეტი.
“აი ინდოეთში რაც ხდებოდა, იმაზე ხუთჯერ მეტი. ხუთჯერ მეტი, ინდოეთში რაც იყო და იმას უძლებენ ჩემი კოლეგები”
მისივე თქმით, პირბადე და სოციალური დისტანცია ერთად, წყვილად განიხილება, ხოლო საზოგადოებრივ ტრანსპორტში რთულია დისტანციის დაცვა.
რაც შეეხება ღია სივრცეში ხუთი და მეტი ადამიანის შეკრების შემთხვევაში, პირბადის ტარების შესახებ დაწესებულ რეგულაციას, პაატა იმნაძემ განმარტა, რა არგუმენტს ემყარება აღნიშნული ციფრი. იმნაძის თქმით შესაძლოა რიგში ერთი ოჯახიდან იყოს რამდენიმე ადამიანი.
პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ პირბადე 95 პროცენტით იცავს.
გაიხსნება თუ არა საქართველოში საველე ჰოსპიტლები, – ამირან გამყრელიძის განცხადებით, საველე ჰოსპიტალის ქართული ნოუჰაუ არის კოვიდსასტუმროები.