LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვიჭირავს ხელში, ამაზე გამოჯანმრთელებული პაციენტების სტატისტიკაც მეტყველებს” – ონკოლოგი ქეთევან დათუნაშვილი

4634
„ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვიჭირავს ხელში, ამაზე გამოჯანმრთელებული პაციენტების სტატისტიკაც მეტყველებს” - ონკოლოგი ქეთევან დათუნაშვილი

რატომ ხდება ონკოლოგიური დაავადებების გადამოწმება სხვა ქვეყნებში და რა განსხვავებაა მკურანლობის გაიდლაინებს შორის, ჩვენს ქვეყანასა და სხვა ქვეყნებს შორის. ამ თემაზე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან” კლინიკურმა ონკოლოგმა, კლინიკა „ჯერარსის“ ონკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა ქეთევან დათუნაშვილმა ისუაბრა:

„საბედნიეროდ, ძალიან ხშირად როგორც დიაგნოზი, ისე მკურნალობის ტაქტიკა ერთმანეთს ემთხვევა. იმის თქმა შემიძლია, რომ არაფერი იმაზე ახალი პაციენტს უცხოეთში არ დახვდება, ვიდრე არის საქართველოში, რადგან დღესდღეობით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის კუთხით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. როგორც მე, ისე ჩემი კოლეგები მუდმივ რეჟიმში ვახდენთ ჩვენი კვალიფიკაციის ამაღლებას, ვესწრებით კონფერენციებს, საერთაშორისო გაიდლაინების ფეხდაფეხ ვგეგმავთ მკურნალობას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოში არსებობს ბევრი ისეთი მედიკამენტი, რომელიც მკურნალობისას ძალიან კარგ შედეგს იძლევა, მაგალითად, იმუნოთერაპიები, ქიმიო-ჰორმონოთერაპიები. შესაბამისად, საქართველოში სრული ონკოლოგიური მომსახურების მიღება სრულიად შესაძლებელია და ეს სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, თუმცა კარგი და ცუდი ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება დახვდეს ადამიანს. ის, რომ თურქეთში კიბო განაჩენი არ არის და იქ პაციენტი დაამარცხებს ამ დაავადებას, ეს აბსოლუტური მითია. ნებისმიერ ქვეყანაში სასიცოცხლოდ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ეტაპზე ჩადის პაციენტი სამკურნალოდ. შორს წასულ ფორმას იქაც და აქაც არაკეთილსაიმედო პროგნოზი აქვს.

ჩვენ ძალიან კარგი შედეგები გვიჭირავს ხელში, ამაზე გამოჯანმრთელებული პაციენტების სტატისტიკაც მეტყველებს. პაციენტებს მკურნალობის ეტაპზე ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვთ, მათ ძალიან აქტიურად ეხმარება ჩვენი მთავრობა, რადგან ონკოლოგიური პაციენტის მკურნალობა უფასოა, პირველი ეტაპი მაინც. პაციენტი უსახსრობის გამო მკურნალობის გარეშე არ რჩება. პირველი – მეორე რიგის მედიკამენტები, სრული მომსახურება, მკურნალობის შემდგომი გართულებების მართვა პაციენტისთვის აბსოლუტურად უფასოა და უსახსრობა მკურნალობის დაწყების დამაბრკოლებელი არ არის, რაც აღსანიშნავი ფაქტია” – აცხადებს ქეთევან დათუნაშვილი.

,,პირველ რიგში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმედს და ბრძოლის უნარს, პაციენტი მკურნალობას საბრძოლო განწყობით უნდა შეუდგეს“ – ქეთევან დათუნაშვილი ონკოლოგიურ პაციენტებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g