“ომრანს გაუმართლა, მისი ისტორია მსოფლიო პრესით გაშუქდა, თუმცა ყოველდღე აქ ბავშვები გაცილებით მძიმე ჭრილობებით მოჰყავთ”, – ამის შესახებ ბიბისი-ს 5 წლის ომრან დაკშინის ექიმმა განუცხადა. ბავშვის კადრები რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ის სირიაში საჰაერო თავდასხმის დროს თავში დაიჭრა. კადრებში ჩანს, თუ როგორ ზის ბავშვი სასწრაფო დახმარების ცენტრში მარტო.
ექიმის თქმით, ხშირად, შემოყვანილი პაციენტების გადარჩენა ვერ ხერხდება, ზოგი ხელს ან ფეხს კარგავს ან პარალიზებული რჩება. “მეც მყავს შვილები, აქ შემოყვანილ ბავშვებს, ჩემს შვილებად ვთვლი, გული მტკივა, ყველაფერს ვაკეთებთ, მათი გადარჩენისთვის…ჩვენ, ექიმები ვითხოვთ, შეწყვიტეთ ჰაერიდან მკვლელობები, ჩვენ 21 საუკუნის ჰოლოკოსტში ვცხოვრობთ”, -განაცხადა ექიმმა.