LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ერი ვართ! ჩვენ არაფერი გვაქვს დასამტკიცებელი ჩვენს ევროპასთან მიკუთვნებულობაზე, ჩვენ ვიყავით უძველესი ევროპული ქრისტიანული ერი“ – შალვა პაპუაშვილი 

134
შალვა პაპუაშვილი

„ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ერი ვართ! დღეს, საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსის დამსახურებულად მიღება ისტორიული მნიშვნელობის წყალგამყოფია,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, დამოუკიდებლობის დღიდან, ქართველი ერის ეროვნული ძალისხმევის მთავარი მიზანი საქართველოს ისტორიულ წიაღში დაბრუნებაა.

„მინდა მივულოცო ეს დღე ბატონ ბიძინა ივანიშვილს“ – ირაკლი ღარიბაშვილი 

„მინდა ყველა მოგიწვიოთ, ხვალ, 15 დეკემბერს, 5 საათზე, თავისუფლების მოედანზე, რათა ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება.“

„ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდან, ჩვენი ეროვნული ძალისხმევის მთავარი მიზანი საქართველოს ისტორიულ წიაღში დაბრუნებაა.

ჩვენ არაფერი გვაქვს დასამტკიცებელი ჩვენს ევროპასთან მიკუთვნებულობაზე – ჩვენ ვიყავით უძველესი ევროპული ქრისტიანული ერი, ქრისტიანული სამყაროს აღმოსავლური ბასტიონი საუკუნეების განმავლობაში, ერთ-ერთი პირველი სრულად არჩევითი დემოკრატია ევროპაში საუკუნეზე მეტი ხნის წინ და ბოლოს, ჩვენ ვართ ერი, რომელმაც სამ ათეულ წელიწადში შეძლო საბჭოთა ოკუპაციიდან თავის დაღწევა და ევროპის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დამსახურებულად მოპოვება.

ჩვენ, ქართველი ხალხი, მთლიანობაში, ჩვენი თანხმობითა და წინააღმდეგობებით, ამ ისტორიული დღის ნამდვილი გმირები ვართ. ასევე, ჩვენი საჯარო მოსამსახურეები, პოლიცია და შეიარაღებული ძალები, ვინც დაუღალავად იღწვოდა ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად და ქვეყნის ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად, ამ ისტორიული მიღწევის მთავარი შემოქმედნი არიან. და ეს მიღწევა იყო ქართული ოცნების მთავრობის პოლიტიკური ნების შედეგი, რომელმაც ბოლო ათწლეულში ქვეყანა ჩვენი კონსტიტუციური ამოცანისა და ისტორიული ბედისაკენ წაიყვანა.

გილოცავ, საქართველო! გაუმარჯოს ჩვენს თავისუფლებასა და ევროპასთან ერთიანობას!“ – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

„გილოცავთ“ – საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კახა კალაძე და მამუკა მდინარაძე ემხმაურებიან

„გილოცავთ! ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს

magti 5g