32 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კინოეკრანებზე ედი მერფის მონაწილეობით კომედია „მოგზაურობა ამერიკაში“ ვიხილეთ. Amazon Studio-მ საკულტო ფილმის მეორე ნაწილი გადაიღო. „მოგზაურობა ამერიკაში 2“-ში პრინცი აკიმი – ედი მერფი და მისი ერთგული მსახური სემი – არსენიო ჰოლი კვლავ გაერთიანდნენ. ფილმში პირვანდელი შემადგენლობა იქნება წარმოდგენილი.
ახალ თრეილერში უკვე გამოჩნდა პრინცი აკიმის ვაჟი, რომლის მოსაძებნადაც ედი მერფის გმირი ამერიკაში ბრუნდება. ტახტის ახალი მემკვიდრის როლს ჯერმანი ფოულერი ასრულებს. აღსანიშნავია, რომ 59 წლის ედის ქალიშვილი, 19 წლის ბელა მერფი ფილმში ეპიზოდურს როლს შეასრულებს. ფილმის პრემიერა მარტშია დაგეგმილი.
სწორედ ქალიშვილთან ერთად დაამშვენა ედი მერფიმ გამოცემა Essence-ის გარეკანი. მსახიობმა ფილმის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისმა მეორე ნაწილმა არ უნდა გაუცრუოს იმედები საზოგადოებას, რომელიც ახალ ნაწილს სულმოუთქმელად ელოდება.
„მოგზაურობა ამერიკაში უმნიშვნელოვანესი ფილმია. ჩვენ, ფერადკანიანებს არ გვაქვს ბევრი ასეთი ფილმი, რომელიც ამტკიცებს, რაოდენ უნიკალურები და იშვიათები ვართ. პირველ ფილმზე თაობა გაიზარდა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მეორე ნაწილით იმედები არ გავუცრუოთ“, – აცხადეს მერფი.