LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ერთხელ კიდევ დავაფიქსიროთ აზრი საკონსტიტუციო პროექტზე – ლევან თარხნიშვილი

69

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი, ლევან თარხნიშვილი, საკონსტიტუციო პროექტთან დაკავშირებით აქციების გამართვას არ გამორიცხავს. თარხნიშვილის თქმით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, რა გეგმები აქვთ ოპოზიციურ პარტიებს ამ საკითხვთან დაკავშირებით.

“კონსტიტუციაში ბევრი პრობლემური საკითხია, “ევროპული საქართველო” მას არ ეთანხმებოდა არასოდეს. შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ინფორმაცია გავცვალოთ და დავაკოორდინიროთ ჩვენი აქციები და ჩვენებები. რა და როგორ იქნება, უახლოეს მომავალში გეტყვით,” – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

რაც შეეხება ხვალინდელ კენჭისყრაზე დასწრებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თარხნიშვილი პასუხობს, რომ “ევროპული საქართველო” გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რომ ერთხელ კიდევ დააფიქსირონ აზრი ამ პროექტზე.

magti 5g