LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, უკრაინას დაცვას დაპირდნენ, თუმცა ხოცვა არ ჩერდება: ზვიად ციკოლია

238
36890905_10156465439843917_897865400014864384_n

ნატოში შესვლა როდის მოხდება არავინ იცის. შეიძლება ათეული წლები დასჭირდეს., – ამის შესახებ დიზაინერი ზვიად ციკოლია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ხელმოწერილ დოკუმენტებს ძალა არ აქვს დღევანდელ რეალობაში, განსაკუთრებით მაშინ როცა რუსეთი აწერს.

“უკრაინის მაგალითზე გამოჩნდა, როცა ბირთვულ იარაღზე უარი ათქმევინეს და დაცვას დაჰპირდნენ, თუმცა ხალხის ხოცვა არ ჩერდება.”

“არც ჩვენ გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და სწორიც იქნება, შენი ქვეყანა შენით უნდა აშენო და თავისუფლება მოიპოვო. ისე რომ სანამ საკუთარი ჯარის გაძლიერებას, შეიარაღების წარმოებას, ქარხნების და ფაბრიკების მშენებლობას, განათლებას არ მივხედავთ და ვიქნებით მტრის ბაზარზე მწვანილის და რძის შეტანზე ორიენტირებული, მანამდე ვერც ლარს გავამყარებთ, ვერ ფასებს დავწევთ და მით უმეტეს ვერც ტერიტორიებს დავიბრუნებთ. დიპლომატია კიდევ მხოლოდ მაშინ მუშაობს როცა მაგიდაზე იარაღი დევს” – წერს ზვიად ციკოლია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g