ნანკა კალატოზიშვილმა გორში მიმდინარე მანიფესტის დროს საზოგადოების იმ ნაწილს მიმართა, ვინც აქციაზე არ იმყოფება.
„მე არ მინდა ეს ქვეყანას იქცეს იმ ქვეყანად, სადაც სოლიდარობა, ერთგულება და სიყვარული არის დასჯადი. ჩვენ ვისჯებით ამისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაჯერებენ, რომ ვართ დაპირისპირებული მხარეები, არის რაღაცეები რაც ჩვენ გვაერთიანებს – სოციალური პრობლემები, ახალი კანონები. როცა ხვალ გაძვირებული ფასების გამო ადამიანებს მოუწევს ქუჩაში გამოსვლა და მას 5000 ლარით დააჯარიმებენ, ის მიხვდება, რომ ჩვენ ერთი პრობლემა გვაქვს. სოლიდარულები უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, ჩვენ გასაყოფი არაფერი არ გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკა არის ყველაფერი – წამლის ფასიდან დაწყებული მაღაროელის პრობლემით დასრულებული.
უნდა გავერთიანდეთ, ჩვენ ვართ ერთი საზოგადოება ერთნაირი პრობლემებით“, – განაცხადა ნანკა კალატოზიშვილმა.