LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ გვჭირდება ზეადამიანის მხარდაჭერა! თუ არა შენ, მაშინ ვინ? მინიშნება მომეცი“ – სერგეი ვოლინა ილონ მასკს დამხარებას სთხოვს

4904
volinamaski

უკრაინის საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადის ქვედანაყოფის მეთაური სერგეი ვოლინა ილონ მასკს მიმართავს და აცხადებს, რომ Twitter ანგარიში მხოლოდ მასთან დასაკავშირებლად შექმნა.

ვოლინა მასკს აზოვსტალიდან გაყვანას სთხოვს.

„ამბობენ, რომ სხვა პლანეტიდან ხართ ტელეპათიურად, რათა ხალხს ასწავლოთ შეუძლებლის დაჯერება. ჩვენი პლანეტები ერთად თანაარსებობენ, მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.

დაგვეხმარეთ აზოვსტალიდან მესამე ქვეყანაში გასვლაში. თუ არა შენ, მაშინ ვინ? მინიშნება მომეცი.

მივმართავ ყველა ადამიანს პლანეტა დედამიწაზე, დაეხმარეთ ილონს ჩემი მიმართვა დაინახოს. ამბობენ, მისი მისია კაცობრიობის შთაგონებაა, შეუძლებელი დააჯეროს. მან დაამტკიცა, რომ მისთვის გადაუჭრელი ამოცანები არ არსებობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია! ის არასდროს ნებდება!

ჩვენ გვჭირდება ზეადამიანის მხარდაჭერა!

ხალხო, თქვენ იცით რაც უნდა გააკეთოთ! Მე მჯერა შენი!“, – მიმართავს ვოლინა მასკს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g