„ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს. ან სამშობლო, ან ბიძინა – ასეთია არჩევანი“,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
გვარამია ეხმაურება პრემიერ, ირაკლი კობახიძის ღია წერილს, რითაც ის აშშ-ის მთავრობას მიმართავს.
ირაკლი კობახიძე ტრამპსა და ჯეი დი ვენსს: „კვლავაც ძალაშია სრულიად გაუგებარი სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს“
„ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი.“
„მეგობრებო, ეს საქართველოს დე-ფაქტო პრემიერის წერილია ამერიკის პრეზიდენტისადმი. თუ არ დაგეზარებათ და წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ ჩვენ გვმართავენ ფსიქოპათები.
ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს. ან სამშობლო, ან ბიძინა – ასეთია არჩევანი“,- წერს ნიკა გვარამია „ფეისბუქზე“.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა.
როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.
„ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ… ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და გვაქვს იმედი, რომ „დიფ სთეითთან“ თქვენი დაპირისპირება გულწრფელია“ – კობახიძე დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართავს
ამის შსახებ ნათქვამია ღია წერილში, რომლითაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვანსს მიმართავს.