ჩვენ გვყავს 4 წლის შვილი. მან იცის, რომ მამამისი ამერიკაშია წასული და ელოდება, – აღნიშნულის შესახებ აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის ცოლი აცხადებს.
„ჩვენ გვყავს 4 წლის შვილი. მან იცის, რომ მამამისი ამერიკაშია წასული და ელოდება. ახლა არ ვიცი როგორ ვთქვა – მიხარია რომ მიუსაჯეს პატიმრობა, იმიტომ რომ 24 საათის განმავლობაში შემიძლია ვნახო და მაგ დროს მივიყვან შვილს და ვანახებ. ბავშვიც ცოტა დამშვიდდება და ისიც. ამ 9 თვის განმავლობაში ფიზიკურად არ ჰყავს ნანახი, მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებოდა“, – აცხადებს თამთა ჩხეიძე.
ცნობისთვის, დღეს, სასამართლომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.