LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ინგლისურად კი გვქვია „ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ აშშ-ს შტატი ჯორჯია, ვერავინ გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა“ – შალვა პაპუაშვილი სანქციებზე

155
შალვა პაპუაშვილი, ზვიად ხარაზიშვილი

„რაც შეეხება ჩვენს პოლიციელებს, ის ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არის უსაფუძვლო, ვერავინ ვერ ნახა მათ წინააღმდეგ წამოყენებული პრეტენზიების მტკიცებულება, მათ არ მიეცათ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ არ მიეცათ დაცვის უფლება“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილისა და მის მოადგილისთვის, მილერი ლაგაზაურისთვის დაწესებულ სანქციებზე და განაცხადა, რომ ეს „იყო ტიპური დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება“.

შალვა პაპუაშვილმა სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ს გადაწყვეტილებას „თვითნებური და დაუსაბუთებელი“ უწოდა.

„რაც შეეხება ჩვენს პოლიციელებს, ის ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, არის უსაფუძვლო, ვერავინ ვერ ნახა მათ წინააღმდეგ წამოყენებული პრეტენზიების მტკიცებულება, მათ არ მიეცათ სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ არ მიეცათ დაცვის უფლება. არცერთი რაიმე ფაქტი ან პრეტენზია, თუკი აქვს აშშ-ს, გასაჯაროებული არ იქნა. ამიტომ, ეს იყო ტიპური დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.

რაც შეეხება გადაწყვეტილებებს აშშ-ში, ჩვენ ინგლისურად კი გვქვია „ჯორჯია“, მაგრამ ჩვენ არ ვართ აშშ-ის შტატი ჯორჯია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო – საქართველო, ჩვენი კონსტიტუციით, ჩვენი კანონმდებლობით და საქართველოში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია. ვერავინ გარედან საქართველოს შიდა საქმეებში ვერ ჩაერევა მართლმსაჯულების მხრივ. თუკი აქვთ რაიმე პრეტენზია, მტკიცებულება საქართველოს რომელიმე მოქალაქესთან დაკავშირებით, ეს უნდა წარმოადგინონ.

ჩვენ, როგორც ადრე, გახსოვთ მოსამართლეებთან დაკავშირებით, ასევე, ახლა, ყოველ ჯერზე ვეუბნებით, წარმოგვიდგინეთ მტკიცებულებები. ფაქტია, რომ ამ მტკიცებულებების წარმოდგენა არ შეუძლიათ. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად თვითნებური და დაუსაბუთებელი“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g