LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ჯარების მნიშვნელოვანი დანაკარგი გვაქვს, ეს ჩვენთვის უდიდესი ტრაგედიაა: პესკოვი

245
Untitled design (1)

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინაში რუსეთის მნიშვნელოვანი დანაკარგების შესახებ განაცხადა.

პესკოვმა ამის შესახებ ბრიტანულ ტელეარხ Sky News-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ რუსეთმა “უკრაინაში სპეცოპერაციის” დროს მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა.

როგორც Gazeta.Ru წერს, პესკოვმა აღნიშნა:

“ჩვენ განვიცადეთ ჯარების მნიშვნელოვანი დანაკარგი, ეს ჩვენთვის უდიდესი ტრაგედიაა”.

როგორც გამოცემა წერს, 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სპეცოპერაციისას 1 351 რუსი სამხედრო დაიღუპა და 3 825 დაიჭრა. უკრაინული მხარის ზარალმა კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 25 მარტს, შეადგინა 30 ათასი ადამიანი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები