LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ხელოვნურად ერთმანეთის გინებას ვერ დავიწყებთ უცბად, მაგრამ დრო მოიტანს მწვავე ოპონირებას“ – თეა წულუკიანი

190
თეა წულუკიანი

ჩვენ ხელოვნურად ერთმანეთის გინებას ვერ დავიწყებთ უცბად, მაგრამ დრო მოიტანს მწვავე ოპონირებას, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, „იქნებ ბატონმა გახარიამ კეთილი ინებოს და შემობრძანდეს [პარლამენტში]“.

„მე არ მგონია რომ ერთპარტიული იქნება [4 წელი პარლამენტი]. არის ორი პატარა, კი ბატონო, მაგრამ პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც კი ბატონო, ჩვენგან გამოყოფილი ძალაა… დრო სჭირდებათ, ჩვენ ხელოვნურად ერთმანეთის გინებას ვერ დავიწყებთ უცბად, მაგრამ დრო მოიტანს მწვავე ოპონირებას, იმედი მაქვს ორივე პოლიტიკური ჯგუფიდან, ამას დრო სჭირდება.

და იქნებ ბატონმა გახარიამ კეთილი ინებოს და შემობრძანდეს. ჯერჯერობით, რაც არ უნდა უცნაურად გამოიყურებოდეს ჩემგან, რომ დავდებთ მაგიდაზე ამ ოთხ პარტიას, ყველაზე მეტი პოლიტიკური ჭკუა, დიდი არა, მაგრამ მაინც ჭკუა, ამ პარტიამ გამოიჩინა, რომ ასე ხელის მოსმით არ გააწნა სილა საკუთარ ამომრჩეველს, რომელიც, არაერთი მათგანი ჩვენგან წასული მხარდამჭერია“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 5 თებერვალს, ივანიშვილის დეპუტატებმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, ილია ინჯიამ და ნიკა ელისაშვილმა განაცხადეს, რომ უმრავლესობას ტოვებენ და ოპოზიციურ საპარლამენტო ჯგუფს ქმნიან.

იქამდე, 2024 წლის დეკემბერში, ანალოგიური განცხადება გააკეთეს ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წარმომადგენლებმაც. გურამ მაჭარაშვილმა თქვა, რომ ხალხის ძალამ უმრავლესობა დატოვა და პარლამენტში საქმიანობას ოპოზიციურ ჯგუფად აგრძელებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g