LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ“ – კვიპროსზე საქართველოს ნაკრების საგულშემატკივროდ ჩასული თიკა ფაცაცია შთამბეჭდავ კადრებს გვიზიარებს

244
თიკა ფაცაცია

ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად კვიპროსზე იმყოფება.

თიკა ევრობასკეტზე საქართველო-ესპანეთის მატჩს დაესწრო, სადაც საქართველომ ევროპის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა.

მოგვიანებით კი თიკამ სოციალურ ქსელში კვიპროსზე გადაღებული კადრები გააზიარა და როგორც ყოველთვის, ამჯერადაც უამრავი მოწონება და თბილი კომენტარი დაიმსახურა.

„ლამაზი და დახვეწილი“, „ჩემი დიდი პატივისცემა, შენ“, „როგორც ყოველთვის ულამაზესი ხართ“, – წერენ თიკას ფოლოვერები.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა 2025 წლის ევრობასკეტზე პირველი მატჩი ესპანეთის წინააღმდეგ გამართა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ძალიან დამაჯერებლად, 83:69 დაამარცხა.

Posted by tikapatsatsia on პარასკევი, 29 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g