ლენინის ცხედარს, შესაძლო, კრემაცია ჩაუტარონ. რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ხელისუფლებას ვლადიმერ ლენინის ცხედრის კრემაცია შესთავაზა,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ჟირინოვსკის განცხადება რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება, რომლის თანახმადაც ამერიკელმა მხატვარმა დევიდ დათუნამ ლენინის ცხედრის შესყიდვისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადატანის სურვილი გამოთქვა.
”ჩვენ ეს გვამი არ გვჭირდება. გთხოვთ, ნუ გავყიდით, მოდით კრემატორიუმში დავწვათ ცხედარი და სიმბირსკში მისი მამის საფლავთან ან პეტერბურგში, დედის საფლავის გვერდით დავკრძალოთ“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.