„გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე „დედაენის ბაღში” თანამოაზრეებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს და ამბობს, რომ ქვეყანაში მთავარი ამოცანა უნდა იყოს რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, რაც შეიძლება სწრაფად.
„ჯერ არ ვართ ბევრი, მაგრამ 3-ჯერ მეტი ვიყავით ვიდრე ერთი კვირის წინ
ვინც ჯერ კიდევ არ იცით, ყოველ ვიკენდზე ვიკრიბებით ის ხალხი, ვისაც გვესმის რომ:
- ივანიშვილის ხელისუფლება არალეგიტიმურია, რადგან მიიტაცა მინიმუმ ბოლო სამი არჩევნები
- სანამ მმართველობის ეს სისტემა არ შეიცვლება, არ იქნება არანაირი წინსვლა ევროპის და ნატოს მიმართულებით
- ივანიშვილი, ამ სისტემას თვითონ არ შეცვლის
- მმართველობის ამ სისტემის შეცვლის, იგივე დეოლიგარქიზაციის შანსი გაჩნდება მხოლოდ არჩევნებით ამ სისტემის დღევანდელი მესვეურის, ივანიშვილის დამარცხების შემდეგ
- ივანიშვილის დამარცხება დროში საჩქაროა, რადგან ა) დასავლეთში გახსნილი შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება მალე დაიხუროს ბ) ქვეყანა იცლება
- შესაბამისად ამოცანა არის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა რაც შეიძლება სწრაფად
- რიგგარეშე არჩევნების მიღწევის გზა არის ძლიერი საპროტესტო მოძრაობის შექმნა, რომელიც აიძულებს ივანიშვილს დაიხიოს უკან და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები
ყოველ მომდევნო შეხვედრაზე ვცდილობთ დამატებით მინიმუმ 1 ადამიანის დარწმუნებას და მოყვანას
ასე ვიზრდებით
ჩვენ მეტნი ვართ იმათზე ვისაც არსებული სტატუს ქვო აწყობს
მთავარია დავიჯეროთ რომ შეგვიძლია ამათი დამარცხება და არ დაგვეზაროს გარეთ გამოსვლა/პროტესტი
უღრმესი მადლობა ყველას ვინც გუშინ მოხვედით!
გუშინდელი შეხვედრის ფოტოებია
ჯერ არ ვართ ბევრი, მაგრამ 3-ჯერ მეტი ვიყავით ვიდრე ერთი კვირის წინ
ვინც ჯერ კიდევ არ…
Posted by Zurab Girchi Japaridze on კვირა, 25 სექტემბერი, 2022
ასევე ვეცდებით შეხვედრები უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ
მაგრამ, საბოლოო ჯამში, გამარჯვება დამოკიდებულია რაოდენობაზე
ამიტომ შემდეგი შეხვედრისთვის იგივე საქმე გვაქვს ყველას – მინიმუმ ერთი ახალი ადამიანის დარწმუნება და წამოყვანა
ამ კვირის განმავლობაშიც ათასი რამე მოხდება, ოცნება ეცდება ათას რამეზე გადაგატანინოთ ყურადღება, ათასნაირად დაგაკარგინოთ იმედი და პროტესტის სურვილი
მაგრამ გახსოვდეთ რომ თქვენს მეტი არავინაა ამის გამკეთებელი
რაც არ უნდა ხდებოდეს, მთავარი საქმე არის გარშემო ადამიანების დარწმუნება რომ გარეთ გამოსვლა და პროტესტი არის ერთადერთი გზა
და მათი მოყვანა შემდეგ შეხვედრაზე
ვისაც გჯერათ რომ ეს არის სწორი გზა, შემოგვიერთდით აქ: https://t.me/+ZT3GtcvnPF8wMWRi
ვისაც გჯერათ რომ ახლა პარლამენტში რაღაც კანონებს შეცვლიან, სასამართლო აღარ იქნება თადუმაძე-ჩინჩალაძე-მურუსიძის ხელში და ევროკავშირი ამას დაგვიფასებს, გააგრძელეთ იმედის ყურება და ასტროლოგიური პროგნოზების კითხვა“, – წერს ჯაფარიძე.