LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ მომსწრე ვართ ძალიან ამბიციური, მომავლის პროექტის, შავ ზღვაში ახალი უბანი აშენდება – ნათია თურნავა

70
ipiccy-image

ჩვენ მომსწრე ვართ ძალიან ამბიციური, ძალიან მასშტაბური მომავლის პროექტის – ეს არის „ამბასადორი ბათუმი აილენდი”, რომელსაც მთავრობის სხდომამ დაუჭირა მხარი და პრაქტიკულად, შემდგომი წლების განმავლობაში მომსწრე გავხდებით ახალი, მასშტაბური განვითარების, რაც, პრაქტიკულად, ახალი უბნის აშენებას გულისხმობს შავ ზღვაში, ხელოვნურ კუნძულზე, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბათუმში გამართული პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ნათია თურნავამ პროექტის დაწყება მიულოცა მთელ აჭარას, მის ხელმძღვანელობას და ინვესტორს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის ძალიან საინტერესო, მასშტაბური, ამბიციური იდეა – 90 ჰა ფართობის ხელოვნური კუნძულის და ნახევარკუნძულების შექმნა შავიზღვისპირეთში, ბათუმში. მინისტრის ინფორმაციით, იქ დაახლოებით 500 ჯამური ნომრის მქონე სასტუმრო კომპლექსები, სავაჭრო კომპლექსები, გასართობი ინდუსტრია, ძალიან ბევრი საინტერესო ობიექტი განთავსდება, რომლებიც ბათუმში არაერთ ტურისტს მოიზიდავს.

ბათუმში კუნძულის მშენებლობაზე 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება - 2000 ადამიანი დასაქმდება

პროექტი რეზორტული ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნას მოიცავს

„ზოგადად, მსოფლიოში არის ამის პრეცედენტები, როდესაც ხელოვნურ პლატფორმებზე, ხელოვნურ კუნძულებზე ხდება განაშენიანება და არაფერია გასაკვირი, რომ დღევანდელ საქართველოში, ჩვენი მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი, იმ გარანტიებით, რაც შექმნილია ზოგადად ქართველი ინვესტორებისთვის, მსგავსი ამბიციური პროექტის განხორციელება ხდება შესაძლებელი. ეს არის გრანდიოზული პროექტი, სულ მცირე 100 მლნ დოლარის – 300 მლნ ლარის ინვესტიცია, რომელიც აქ ეტაპობრივად განხორციელდება, ასევე 2000 ადამიანის დასაქმება, რაც ალბათ, ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ბათუმისთვის, რადგან ეს არის არამხოლოდ ახალი ტურიზმის განვითარების პლატფორმა და ტალღა, არამედ ახალი სამუშაო ადგილები ამ მასშტაბური პროექტის წყალობით”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ეს უდიდესი ინვესტიცია ასევე საკმაოდ საინტერესოა ტექნიკური თვალსაზრისითაც, საკმაოდ რთულად განსახორციელებელი პროექტია და მოითხოვს ძალიან დეტალურ, სკრუპულოზურ კვლევას, რაზეც ინვესტორი იღებს სრულ პასუხისმგებლობას – კომპანია უახლოესი თვეების განმავლობაში ჩაატარებს ყველა აუცილებელ კვლევას, რომელიც უფრო მეტად დაადასტურებს „ამბასადორი ბათუმი აილენდის” მიმზიდველობას და განხორციელებადობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g