LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ მოპარულ არჩევნებს არ ვიღებთ“ – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

206
2024-10-27_00-33-52_745181

პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ახლახანს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოპარული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

მისივე თქმით, სრულიად ოპოზიციის ერთიანობის იმედი აქვს.

„ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს მოპარა არჩევნები. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოპარულ არჩევნებს არ ვიღებთ. შესაბამისად ამ მიტაცებული შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ.

ჩვენ იმედი გვაქვს რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციურ ველზე. ჩვენ ვიბრძოლებთ ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად“, – აცხადებს ბოკუჩავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g