LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ მრავალტანჯული მშვიდობისმოყვარე ერი ვართ, არ გვაქვს მისწრაფება ომისადმი ან იმისკენ, რომ ვინმეს ზიანი მივაყენოთ: რუსეთის პატრიარქი

199
24c4aa5b00d924f4ec2e71ce9a2506db_XL

რუსეთის პატრიარქმა კირილმა რუსეთის შეიარაღებული ძალების ტაძარში ჩატარებული ლიტურგიის დროს განაცხადა, რომ რუს ხალხს ომისკენ და სხვებისთვის ზიანის მიყენებისკენ მისწრაფება არ გააჩნია.

რუსეთის ეკლესიის მეთაური დარწმუნებულია, რომ რუსებს “არავითარი მისწრაფება არ აქვთ ომისადმი ან იმისკენ, რომ ვინმეს ზიანი მიაყენონ”.

„არამედ ჩვენ ისე აღვიზარდეთ მთელი ჩვენი ისტორიით, რომ გვიყვარს საკუთარი ქვეყანა და მზად ვიქნებით მის დასაცავად ისე, როგორც ეს რუსებს შეუძლიათ. სწორედ ჩვენ გადავტეხეთ ხერხემალში ნაციზმი, რომელიც აუცილებლად გაიმარჯვებდა მსოფლიოში, რომ არა ჩვენი ხალხის გმირობა“ , – აღნიშნა პატრიარქმა კირილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g