რამდენიმე დღის წინ, ლონდონში, „ნეტფლიქსის“ მიერ გადაღებული, 4 სერიანი დოკუმენტური ფილმის „ბექჰემის“ პრემიერა შედგა. ამ დღეს ოჯახი სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. 20 წლის შემდეგ, ვიქტორიამ სწორედ აღნიშნულ ფილმში დაარღვია დუმილი და დევიდის, 20 წლის წინანდელი ღალატის ფაქტი გაიხსენა.
ამჯერად ინტერნეტსივრცეში სერიალიდან მორიგი ეპიზოდი გავრცელდა ვირუსულად.
„ორივე ისეთი ოჯახებიდან ვართ, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობდნენ. მშობლები ბევრს მუშაობდნენ, ჩვენ მუშათა კლასიდან ვართ“, – ამბობს ვიქტორია.
უეცრად მეორე ოთახიდან დევიდმა შემოიხედა და მას უთხრა, გულწრფელი ყოფილიყო და ჰკითხა, თუ რა მანქანით დაჰყავდა ის მამამისს.
„ამაზე პასუხი მარტივი არა არის, კარგი, 1980-იან წლებში მამაჩემს როლს-როისი ჰყავდა“, – მიუგო ვიქტორიამ.