LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე… ძალიან ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტს ტრამპს, რომ ის მოახერხებს Deep state-ის დამარცხებას“ – კახა კალაძე

851
კახა კალაძე დონალდ ტრამპი

„აშშ-ს ჰყავს ახალი ადმინისტრაცია, ახალი პრეზიდენტი, რომელიც ამერიკელმა ხალხმა აირჩია და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და ძალიან ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტს ტრამპს, რომ ის მოახერხებს Deep state-ის დამარცხებას. რა თქმა უნდა, როგორც კი ამას შეძლებს, ეს საქართველოზეც აისახება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „რუსთავი ორის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც მზად არის მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის, მაგრამ არა საკუთარი ინტერესების დათმობის ხარჯზე:

„ვის მოსწონს ის ურთიერთობები, რაც დღეს ამერიკა-საქართველოს შორის არსებობს? წარმოუდგენელია. პირდაპირ გამოდის ახალი ადმინისტრაცია და ამბობს, რომ სანქციები არ არის გამოსავალი და რუსეთთან მიმართებითაც კი საუბრობენ იმაზე, რომ სანქციები უნდა გაუქმდეს, ომი უნდა დასრულდეს და ურთიერთობები უნდა გადავიდეს უკვე სხვა ეტაპზე.

რა თქმა უნდა, არც ჩვენ არ მოგვწონს და არ არის სასიამოვნო ის ურთიერთობები, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვაქვს და არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მზად არის, რომ მოხდეს აღნიშნული ურთიერთობების გადატვირთვა. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, პარტნიორები, მაგრამ ზემოდან ვიღაცამ ბრძანებები, მითითებები მოგვცეს, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ და ამ დამოუკიდებლობისთვის ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს და სისხლი დაღვარეს.

რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველაფრის ფასად შევინარჩუნებთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და გავაძლიერებთ ქვეყნის სუვერენიტეტს. ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ არამხოლოდ საუბრით, კონკრეტული ქმედებით, რომ ვართ სანდო პარტნიორი ქვეყანა. ავიღოთ სხვადასხვა საერთაშორისო მისიები, თუ როგორ იყო ჩვენი ჯარისკაცები წარმოდგენილი, მაშინ, როდესაც ჩვენ ნატოს წევრი ქვეყანა არ ვართ და ნატოს წევრ ქვეყნებზე მეტი კონტინგენტი გვყავდა გაგზავნილი სხვადასხვა საერთაშორისო მისიებში, არაფრით არ ჩამოუვარდებოდა ჩვენი ბიჭები ამერიკელ ჯარისკაცებს.

შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე. ეს არ არის არც მეგობრობა, არც პარტნიორობა რომ ვიღაცამ რაღაც მითითებები მოგვცეს,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g