LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ორი ტოპ მეკარე გვყავს

16

მადრიდის ”რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა დავიდ დე ხეას არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ”სამეფო კლუბი” ისედაც კარგად არის დაკომპლექტებული.

“ჩვენ ორი ტოპ დონის გოლკიპერი გვყავს. დე ხეას სიტუაცია? სხვა კლუბების ფეხბურთელებზე საუბარი ჩვენი მეკარეებისადმი უპატივცემულობა იქნებოდა. მე კმაყოფილი ვარ იმით, თუ როგორ არის “რეალი” დაკომპლექტებული. “ბეტისთან” მატჩში კეილორი გულშემატკივართა სიყვარულს გრძნობდა. არ მისაუბრია დე ხეასთან და არ ვიცი, რას ფიქრობს ამ სიტუაციაზე, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. უფრო მნიშვნელოვანი რამეები არსებობს. მან უნდა გააგრძელოს გულითადად მუშაობა დონის შესანარჩუნებლად. ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერ ფეხბურთელს დაემართოს”, – თქვა რამოსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები