„ჩვენ პირველი შეცდომა 2008 წელს დავუშვით, როდესაც საქართველოსა და უკრაინას მკაფიო გზა არ შევთავაზეთ”, – ამის შესახებ ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ჟურნალ Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.
რასმუსენმა განმარტა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრები ვერ შეთანხმდნენ საქართველოსა და უკრაინისათვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე.
“ნატოს ამ განხეთქილებამ არასწორი გზავნილი გაუგზავნა პუტინს, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში თავს დაესხა საქართველოს.
ჩვენ პირველი შეცდომა 2008 წელს დავუშვით, როდესაც საქართველოსა და უკრაინას მკაფიო გზა არ შევთავაზეთ. ჩვენ ასევე დავუშვით შეცდომა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, როდესაც გარკვეული სანქციები შემოვიღეთ, მაგრამ ეს იყო მსუბუქი სანქციები. ამ ყველაფერმა პუტინს შეუქმნა შთაბეჭდილება, რომ მას შეეძლო, თითქმის ყოველგვარი ხარჯის გარეშე, გაეგრძელებინა და ძალით დაეპყრო მიწები”, – აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.