„ჩვენ მიერ არის მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება. ჩვენ პროტესტს ვაგრძელებთ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე“ – ამის შესახებ განცხადება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც ჭავჭავაძის გამზირზე დაანონსებული 24 – საათიანი აქციის ვადა ამოიწურა.
მელიას განცხადებით, ოპოზიცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ კვლავ რჩება.
მისივე თქმით, ბრძოლა ახლა არჩევნების ჩატარების მოპოვებისთვის ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება.
კახა კალაძე: „ის, რასაც დღეს ჩვენ თბილისში ვხედავთ, ჭავჭავაძის გამზირზე, არის იმ რადიკალიზმის ნაწილი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში კონკრეტული განცხადებებით ვისმენდით… ქვეყანაში რადიკალიზმის დრო დამთავრებულია“
კალაძის შეფასებით, ქვეყანაში რადიკალიზმის დრო დამთავრებულია.
შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მოწოდებით, მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი, კერძოდ, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული გზაჯვარედინი 17 ნოემბერს გადაკეტეს. ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან.
დემონსტრანტებს შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის – „დაიბრუნე ხმა“ მონაწილეებიც.