„ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, 5 წელიწადში, საქართველოს გავხდიდი არამარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად“, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს.
მისი თქმით, „ეს იქნება ადგილი, სადაც ემიგრანტებს სასწრაფოდ დაბრუნების სურვილი გაუჩნდებათ, სადაც ინოვაცია და ტექნოლოგიები იქნება თავმოყრილი“.
„5 წელიწადში, ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვიყოთ, საქართველოს გავხდიდი არამარტო რეგიონის, არამედ ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად. ამას ვლაპარაკობ მთელი პასუხისმგებლობით, ეს იქნება ადგილი, სადაც პირველი ჩვენს ემიგრაციას და ჩვენს ემიგრანტებს, გაუჩნდებათ სურვილი სასწრაფოდ დაბრუნების საქართველოში და ამ პროცესში მონაწილეობის მიღების იმიტომ, რომ მე დიდ ენერგიას და დიდ პოტენციალს სწორედ ამ ადამიანებში ვხედავ. ეს იქნება ადგილი, სადაც ინოვაცია, ტექნოლოგიები იქნება თავმოყრილი და ყველა ის ნიჭიერი ადამიანი, ჩვენი მოქალაქეები და უცხოელები აქ ჩამოვლენ მსგავსი პროექტების განსახორციელებლად, ეს IT-ის ეხება და სხვადასხვა ინოვაციურ ტექნოლოგიურ მიმართულებებს. საქართველო გახდება ნამდვილი კვანძი მისიით. პირველ რიგში, მისია უნდა დავიბრუნოთ, რომ საქართველოს გარეშე არაფერი მნიშვნელოვანი სამეზობლოსა და რეგიონში არ უნდა ხდებოდეს“, – მამუკა ხაზარაძე.