LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ შევძელით პოლიციის ტრანსფორმაცია და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება: ვახტანგ გომელაური

62
imedinews-42

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა.

მისი განცხადებით, სტრუქტურული განვითარების 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას გულისხმობს.

“აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევძელით პოლიციის ტრანსფორმაცია და მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. დღესაც უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი.

სტრუქტურული განვითარების 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა, თანამედროვე ტენდენციებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით, გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რომლის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე, მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიციელია”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა.

“2030 წლამდე, კვლავაც გაგრძელდება ქვეყნის დიდი ქალაქების პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნა.

გენდერის ნიშნით ჩადენილი ძალადობის თითოეულ ფაქტზე სწრაფი და ქმედითი რეაგირების უზრუნველსაყოფად, 2024 წლისთვის სრულად განხორციელდება სქესობრივ დანაშაულებზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია და მათთვის მუდმივად კვალიფიკაციის ამაღლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, დანაშაულის ეფექტიან გამოძიებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დანაშაულის მსხვერპლისა და მოწმის მხარდაჭერა, ასევე, მათი დაცვა ხელახალი და გამეორებითი ვიქტიმიზაციისაგან. სწორედ ამ პრიორიტეტების გათვალისწინებით, 2024 წლისთვის იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ეტაპობრივად გაძლიერება და საქართველოს მასშტაბით გაფართოება.

სქესობრივი დანაშაულის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავებულია სქესობრივი დანაშაულის პრევენციული მონიტორინგის პლატფორმა, რაც საშუალებას მოგვცემს, განხორციელდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონი, რომლის თანახმადაც მოხდება მსჯავრდებული და უფლებაჩამორთმეული პირის პირადი საქმის წარმოება, ასევე, სკოლებისა და ორდერების მონიტორინგი”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g