LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ შევიკრიბებით, ერთმანეთს მოვეფერებით და დავიშლებით – გია კორკოტაშვილი

3339
გია

აქციები და განცხადებები ქართულ-შვედური ფილმის გარშემო – გია კორკოტაშვილი ამბობს, რომ აქცია მთავრობის ადმინისტრაციისგან დაიწყება.

“რაღაც ეშმაკური სვლა გააკეთეს და გარკვეულმა ჯგუფებმა, ძირითადმა ლგბტ თემმა მოიხსნეს პასუხისმგებლობა და შეუძლია გამოვიდნენ და თავისუფლად თქვან – ჩვენ აზრზე არ ვართ, ვინ შეიკრიბა იქ, ადამიანები თავისუფლები არიან თავის ქმედებაში და როგორც უნდა ისე მოიქცევიან. ამიტომ, 

ჩვენ შევიკრიბებით, ერთმანეთს მოვეფერებით და დავიშლებით, რათა მათ ზეიმის ჩატარების საშუალება არ მივცეთ. სურვილი ვისაც ექნება და ვიცი, რომ საკმაოდ დიდ რაოდენობას აქვს, 17:00 საათიდან შევიკრიბებით მთავრობის ადმინისტრაციასთან. ამ ტერიტორიაზე აქციის გამართვაზე “ქართულ იდეას” შეტანილი გვაქვს განცხადება და შესაბამისად, ჩვენ შეკრებაში არაფერი კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ იქნება”, – აცხადებდა გია კორკოტაშვილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები