LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ შორის 20-წლიანი ასაკობრივი სხვაობა წაიშალა…“

289
giorgiyifshidze45

გიორგი ყიფშიძე მცირე ხნის წინ მეოთხე შვილის მამა გახდა. მას მესამე ცოლთან მეორე შვილი შეეძინა, პირველი ქორწინებებიდან კი ასევე ორი შვილი ჰყავს, გოგონა და ვაჟი.

გიორგი ყიფშიძისა და ენი გასიევას წყვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. მათ ქალიშვილს ლუნა დაარქვეს. წყვილს ასევე ვაჟიც ჰყავს, რომელსაც კოსმო ჰქვია.

ენი:

„გარდა იმისა, რომ გიორგი გადასარევი მამაა, თანაც, ისეთი, რომ ვერ წარმოვიდგენდი, არაჩვეულებრივი ქმარიცაა. ასეთი კაცები დღეს იშვიათად მხვდებიან. გიორგი რომ ჩემ გვერდით არ ყოფილიყო, ასე მგონია, მარტო ვიქნებოდი. სხვათა შორის, ზურაც გადასარევი ბაბუაა და რაც ლუნა დაიბადა, კოსმო სულ მის გვერდით იძინებს. რომ ეძინება, ბაბუს ოთახში გარბის. ერთად ვცხოვრობთ და ზურა ძალიან გვეხმარება ბავშვების გაზრდაში…

როცა მე და გიორგიმ ცხოვრება დავიწყეთ, იმდენად კარგად შევეწყვეთ, რისკებზე და გამართლებაზე არც მიფიქრია, ასაკობრივი ზღვარი წაიშალა. თავიდანვე ისე კარგად გავუგეთ ერთმანეთს, იდეალური მეგობარი და მეუღლე გახდა. არც შეზღუდვები გვაქვს ერთმანეთთან და არც საიდუმლოებები, სადაც ჰარმონია და კომფორტია, იმ ურთიერთობას, წესით, საფრთხე არ ემუქრება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g