LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ სულ სხვა ამოცანა გვაქვს, პარტიებს რომლებსაც აქვთ 2 პროცენტიანი რეიტინგი სულ სხვა“ – ლევან ბეჟაშვილის პასუხი „ლელოს“

136
ლევან ბეჟაშვილი

„მიუხედავად ამისა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებს ერთობლივად აღებულს რამდენჯერმე უსწრებს, ჩვენ მზად ვართ ჩვენი პლატფორმა შევთავაზოთ მათ გაერთიანებისთვის, მაგრამ ეს ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.

ამ განცხადებით მან უპასუხა „ლელოს“ ლიდერების გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ პარტია “ლელო “გაერთიანების მომხრეა, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე.

ბეჟაშვილი ამბობს, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პატარა პარტიებისგან განსხვავებული ამოცანა აქვს და მათი მთავარი მიზანი ხელისუფლების შეცვლაა.

„ჩვენ სულ სხვა პოლიტიკური ამოცანა გვაქვს, პარტიებს რომლებსაც 2 – 3 პროცენტიანი რეიტინგი აქვთ სულ სხვა. მათთვის 10 მანდატის მოპოვებაც კი გამარჯვებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის გამარჯვება არ იქნება თუ ხელისუფლების ცვლილება არ მოხდება. ამისთვის კი ყველა ფორმულაზე უნდა წავიდეთ“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა გადაცემაში „დღის თემა“.

ახალი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა დღის წესრიგში IRI-ის რეიტინგების გამოქვეყნების შემდეგ დადგა. მონაცემების მიხედვით, თუ ოთხი ოპოზიციური პარტია გაერთიანებას მოახერხებს, მაშინ “ქართული ოცნება” არჩევნებს წააგებს. პარტია “ლელო “გაერთიანების მომხრეა, თუმცა “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე. ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებს, მაგრამ გამარჯვების შემთხვევაში კოალიციისთვის მზად არის.

ამის შესახებ პარტიის წევრმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

„ვართ მზად და მომხრე, რომ არჩევნების შემდეგ შევქმნათ კოალიცია, იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, ვისაც ყველაზე უფრო მეტი სიახლოვე აღმოაჩნდება “ლელოს” პროგრამასთან. ჩვენ ვთვლით, რომ არჩევნების წინ და არჩევნებამდე “ოცნებასთან” ან “ნაციონალურ მოძრაობასთან” ჩვენი რაიმე გრძელვადიანი თანამშრომლობის კოალიცია, შეთანხმება და ასე შემდეგ არის გამორიცხული“ – ამბობს “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g