„ვიცით, რამხელა ტურნირზეც ვთამაშობთ. აქამდე მოვედით იმ შრომით, იმ თავდადებით, იმ ტალანტით, რაც ჩვენ გვაქვს…“ – ამის შესახებ ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ქოჩორაშვილმა განაცხადა. ფეხბურთელის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.
„ვიცით, რამხელა ტურნირზეც ვთამაშობთ. აქამდე მოვედით იმ შრომით, იმ თავდადებით, იმ ტალანტით, რაც ჩვენ გვაქვს… ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და გაძლიერება, მეტი არაფერი დარჩა, იმიტომ, რომ ჩვენ პატარები გვიყურებენ და იმ თვალებით, რითაც გვიყურებენ, აუცილებლად წინ წავალთ“ – განაცხადა გიორგი ქოჩორაშვილმა.
„ეს დასასრული არაა… ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით“ – გიორგი მამარდაშვილი
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა.
ანგარიში ესპანელების სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.
„ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა! მადლობა ჩვენ ბიჭებს!“ – სალომე ზურაბიშვილი