LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს რეჟიმისგან!“ – ნიკა მელია

135
ნიკა მელია

ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს რეჟიმისგან!, – აღნიშნულის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ არის პასუხისმგებლობის მქონე ძალა, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით.

„ვცდილობთ არ დავაზარალოთ ოპოზიციური პოლიტიკური ველი, რადგან ამ ქვეყნის მომავალი კოალიციური მართვაა – ზუსტად ასეთი არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს.

დღეს განვითარებული პროცესები, ცხადად წარმოაჩენს რეალობას – „კოალიცია ცვლილებისთვის“ არის პასუხისმგებლობის მქონე ძალა, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. პასუხისმგებლობა, პირადი და გუნდური აქვს მის თითოეულ წევრს, რასაც ადასტურებს ზუგდიდის საკრებულოს წევრების განცხადება და ადასტურებს კოალიციის გადაწყვეტილება დაფინანსებასთან დაკავშირებით.

მთელი დღის განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის წევრების“ მორალური პედისტალიდან გაკეთებულ განცხადებებსა და მოწოდებებს, რომ თურმე ზუგდიდის ფრაქცია “ახალი” „ოცნებასთან“ თანამშრომლობს, დღის ბოლოს ფაქტებმა გასცა პასუხი, ყველა კითხვასა თუ ბრალდებას.

ჯერ აღმოჩნდა რომ ჩხოროწყუში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, იგივე რუტინული საბიუჯეტო პროცესი გაიარეს, ხოლო დღის ბოლოს გაირკვა – პარტიას მიუღია დაფინანსება, „ოცნებისგან“,- წერს ნიკა მელია.

ამასთან, მელია ეხმაურება ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ახალის“ წევრები 2025 წლის ბიუჯეტის მხარდაჭერის ფაქტს და აღნიშნავს, რომ პარტიამ საკითხში გარკვევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი წევრების გარიცხვის თაობაზე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში უარი არ თქვა დაფინანსების მიღებაზე.

„ჩხორუწყუში განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, საკითხში გარკვევის გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება საკუთარი წევრების გარიცხვის თაობაზე. ეს იმ დროს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში უარი არ თქვა რეჟიმისგან დაფინანსების მიღებაზე! დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ჩვენმა კოალიციამ თქვა.

დღეს განვითარებული მოვლენები ცხადად აჩვენებს – ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს – რეჟიმისგან!“, – წერს მელია „ფეისბუქზე“.

„ბარიერგადალახული 4 პარტიიდან სამმა აღიარა არჩევნების შედეგები, როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას“ – ირაკლი კობახიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g