უკვე 21 დღეა პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 21 დღეა დემონსტრანტები შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვენ და დაშლას არ აპირებენ, სანამ გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
რიგით 21-ე ანტისაოკუპაციო აქციაზე 20 ივნისის აქციის დარბევისა და თანმდევი პროტესტის ამსახველი ფოტოები გამოიფინა.
რომ არა პუტინი, მე ვიქნებოდი ცოცხალი – მავთულხლართებზე 20 ივნისის დარბევის ამსახველი ფოტოები გამოიფინა
აქციის მონაწილეებს ნიუ-იორკში მცხოვრება ქართველმა არტისტმა მიმი ანიტრამ მაისურები წარწერით “ჩვენ ვართ სიყვარული/We the love” გამოუგზავნა.
ფოტოები “ნეტგაზეთმა” გაავრცელა.