„ჩვენ ვდგავართ ზეცაში და ეს ჯაჭვი არის მარადიული, უწყვეტი და ყველაზე ძლიერი მომავლის საქართველოსთვის ♥️✨💫 გაიმარჯვე საქართველო 🇬🇪❤️❤️💫✊❤️💫💫✨“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე წერს და ნიკოს ფოტოს გვიზიარებს.
ცნობისათვის, თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „ერთობის ჯაჭვი“ შეიკრა.
საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით გაბმული აქვთ „ერთობის ჯაჭვი“, რითაც ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებენ.
„ერთობის ჯაჭვში“ მოქალაქეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.