LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვემიჯნებით მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტს – ირაკლი კობახიძე

128

“ჩვენ ვემიჯნებით მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტს,” – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს ჯურნალისტებთან საუბრისას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც მან, მმართველი გუნდის წევრებთან ერთად, 2008 წლის ომში დაღუპულებს პატივი მიაგო.

პარლამენტის თავმდჯომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრების მოსკოვში ვიზიტს და სახელმწიფო სათათბიროში გამართულ შეხვედრებს საქართველოს პარლამენტთან არანაირი კავშირი არა აქვს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ამ ვიზიტს ემიჯნება.

”ეს არ იყო არც ფრაქციის ვიზიტი, ან რაიმე სხვა საპარლამენტო ფორმატით გამართული ვიზიტი. ეს იყო წმინდა პარტიული ვიზიტი. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ვიზიტებს, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს და ხელისუფლების საერთო სტრატეგიას არ შეესაბამება,” –  აცხადებს კობახიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g