LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვიცით, როგორ აღვადგინოთ ეკონომიკა ინვესტიციების გზით – პრემიერის მრჩეველი

63
Konferencia Asociácie priemyselných zväzov na tému Perspektívy spracovate¾ského priemyslu SR v aule Ekonomickej univerzity v Bratislave 18. februára 2016. Na snímke minister hospodárstva SR Vazil Hudák. FOTO TASR - Jakub Kotian

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში კვლავ დავბრუნდი. საქართველო არის ძალიან ახლოს ჩემს გულთან. აქ ძალიან ბევრჯერ ვყოფილვარ სხვადასხვა რანგში. ყველაზე ახლო პერიოდში ვიყავი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახლა, უკვე საქართველოს პრემიერის სპეციალური მრჩევლის რანგში ვიმუშავებ ქვეყნის განვითარებისა და მთავრობის ხელშეწყობისთვის“ – ამის შესახებ ვაზილ ჰუდაკმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პანდემიის გამო ახლა რთული პერიოდია, თუმცა ეს რთული დრო შესაძლებლობების პერიოდიცაა.

„შესაძლებლობა გვაქვს გავიზარდოთ, განვვითარდეთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით. აშშ-დან, ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან მოვიზიდოთ დახმარება. ჩვენ ვიცით, როგორ აღვადგინოთ ეკონომიკა ინვესტიციების გზით. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მომავალიც“, – განაცხადა ვაზილ ჰუდაკიმ.

შეგახსენებთ, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, პრემიერ-მინისტრს სპეციალური მრჩეველი ეყოლება. ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზილ ჰუდაკი წარადგინა. ღარიბაშვილის ინფორმაციით, ვაზილ ჰუდაკმა უკვე გამართა შეხვედრები ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g