LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა – პრემიერი

63
162642500-1951317325006162-5202216706054071349-n

ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება შემდეგი – მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლოთ თქვენთან, ბიზნესთან. ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პრეზენტაციაზე განაცხადა. მისივე თქმით, 10-წლიანი განვითარების გეგმა პოლიტიკური და მაკროეკონომიკური სტაბიულობის გარეშე ვერ განხორციელდება.

„კარგად გვესმის, რომ საკმაოდ რთულ ვითარებაში მოგვიწია ყოფნა. კოვიდპანდემიის გამო, განსაკუთრებით, დაზარალდით თქვენ, მოსახლეობა, ჩვენი ხალხი, მთლიანად ბიზნესი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ძირითადი დამსაქმებელი ხართ, რეალურ დოვლათს ქმნით. გვაქვს კონკრეტული ხედვა როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან – გავააქტიუროთ ვაქცინაცია და ჩვენ უნდა დავიწყოთ აქტიური თანამშრომლობა და კოორდინაცია. ჩვენ გვინდა, რომ მაისის ბოლოს წარვადგინოთ ჩვენი ხედვა და კონკრეტული 10- წლიანი განვითარების გეგმა, თითოეული სექტორის მიმართულებით. ამ პროცესში თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან თქვენ გარეშე ამ გეგმას ვერ განვახორციელებთ. ჩვენ გვესმის, რომ რა პრობლემებიც ქვეყანაშია დაგროვილი, მხოლოდ მთავრობა ვერ გადაწყვეტს და ვერ დავძლევთ. კარგად გვესმის, რომ ჩვენ გვჭირდება პროგნოზირებადი გარემო, სტაბილური გარემო. ამაში ვგულისხმობ პოლიტიკურ, მაკროეკონომიკურ და ა.შ სტაბილურობას. ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება შემდეგი – მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლოთ თქვენთან, ბიზნესთან. ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა. ჩემი ხედვა არის, რომ, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს, ნაკლები ბიუროკრატია, სწრაფი გადაწყვეტილებები და ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა. სახელმწიფო, ბიზნესი, მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ. დღეს არის გაერთიანების დრო, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიყვანოთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g