LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვითხოვთ, გომელაურმა დატოვოს თანამდებობა: სალომე სამადაშვილი

63
unnamed

პარლამენტის ფრაქცია ”ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ შს მინისტრი ივლისის დასაწყისში განვითარებული მოვლენების შემდეგ თანამდებობიდან უნდა გადადგეს.

„ჩემთვის და ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებაში ადამიანების უმრავლესობისთვის ეჭვგარეშეა, რომ გომელაური დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს. სწორედ ამიტომ ვმონაწილეობთ ამ მოსმენაში, რომ კიდევ ერთხელ, ძალიან ნათლად ვაჩვენოთ, როგორ არის გომელაური პირდაპირ პასუხისმგებელი იმაზე, რომ 53 ჟურნალისტი დაშავდა 5 ივლისს, მან ვერ უზრუნველყო საკუთარი თანამოქალაქეების უსაფრთხოება.

ვხედავთ, რომ არ უჭირს საპოლიციო, დამცავი ძალების ორგანიზება, როცა მაგალითად დასაცავია „ქართული ოცნების“ ცარიელი ოფისი, ან რომელიმე სხვა სახელმწიფო დაწესებულება. ამიტომ ძალიან მწვავე განხილვა იქნება დღეს. ცხადია, ჩვენი მოთხოვნაა, რომ გომელაურმა უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა და შესაბამისად, მას მივმართავთ ამ მოწოდებითაც, გვექნება არაერთი კონკრეტული, ძალიან მწვავე კითხვა-პასუხი“, – აღნიშნა სამადაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები