LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ვხედავთ დაძრულ პროცესს, ჩართულ მანქანას, რომელსაც ვერაფერი გააჩერებს, სანამ ამ ქვეყანაში დემოკრატია და ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს“ – ბერდია სიჭინავა სანქციებზე

125
ბერდია სიჭინავა, გიორგი გახარია

„სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ პროცესი უკვე დაწყებულია. ამ პროცესს, რომელიც კოორდინირებულად მიმდინარეობს შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ, ვერ გააჩერებს ვერავინ, რაც არ უნდა უმტკიცონ ამ ადამიანებმა ერთმანეთს, რომ სანქციები ამათ ვერაფერს დააკლებს და შეინარჩუნებენ ხელისუფლებას, ეს ასე არ იქნება ნამდვილად“ – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ევროკავშირის ქვეყნების, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მხრიდან დაწესებული სანქციებს გამოეხმაურა. სიჭინავას თქმით, „ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემა კიდევ უფრო მეტად შეირყევა და იმ ადამიანების რწმენა, რომლებიც ვიღაცის კეთილ ნება-სურვილზე იყვნენ დამოკიდებულები და ვიღაცის შეპირებაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ეს ასე არ მოხდება“:

გაერთიანებული სამეფო ვახტანგ გომელაურს, ალექსანდრე დარახველიძეს, ზვიად ხარაზიშვილს, სულხან თამაზაშვილსა და მილერი ლაგაზაურს სანქციებს უწესებს

„სანქციები გაგრძელებაა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გასულ კვირას მიღებული ზომების, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობის პროგრამების მხარდაჭერა და შეეზღუდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.“

„სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ პროცესი უკვე დაწყებულია. ამ პროცესს, რომელიც კოორდინირებულად მიმდინარეობს შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის მიერ, ვერ გააჩერებს ვერავინ, რაც არ უნდა უმტკიცონ ამ ადამიანებმა ერთმანეთს, რომ სანქციები ამათ ვერაფერს დააკლებს და შეინარჩუნებენ ხელისუფლებას, ეს ასე არ იქნება ნამდვილად. ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემა კიდევ უფრო მეტად შეირყევა და იმ ადამიანების რწმენა, რომლებიც ვიღაცის კეთილ ნება-სურვილზე იყვნენ დამოკიდებულები და ვიღაცის შეპირებაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ეს ასე არ მოხდება.

ევროკავშირის, შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის კოორდინირებულ მუშაობას ვხედავთ სახეზე. რა თქმა უნდა, სანქციების ყულფი კიდევ უფრო მოუჭერს, მათ შორის, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს და მას მოუწევს დათმობებზე წამოსვლა საკუთარ მოსახლეობასთან, ტყვეობაში მყოფი ადამიანების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომ განიმუხტოს ის პოლიტიკური კრიზისი და დაძაბულობა, რომელიც დღეს ქვეყანაში არის. ჩვენ ვხედავთ დაძრულ პროცესს, ჩართულ მანქანას, რომელსაც ვერაფერი გააჩერებს, სანამ ამ ქვეყანაში დემოკრატია და ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ სამართალდამცველებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ სამართალდამცველებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

მე არ მახსენდება საქართველოს უახლეს ისტორიაში, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უწყვეტი, ყოველდღიური პროტესტის ასეთი მასშტაბი, რომელიც გაშლილია მთელს ქვეყანაში, მათ შორის, გეოგრაფიულად, ისევე, როგორც პროფესიულობის თვალსაზრისით. არ არსებობს სფერო, რომელსაც ეს პროტესტი მოდებული არ არის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ არ დგას სცენა – ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებმა ზუსტად იციან, რისთვის მოდიან აქ, ზუსტად იციან, რა ფასეულობებს, იდეალებსა და ღირსებებს ემსახურებიან და არ სჭირდება არავის დაძახება. მათი პირველი ამოცანაა, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი იყოს დაცული”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

„ერთ დღეს ერთი სანქცირება ან ერთი ქმედების განხორციელება არ გვზღუდავს მომავალში სხვა რამის გაკეთებისგან – ეს ინსტრუმენტები ჩვენს ხელში რჩება“ – ვედანტ პატელი აშშ-ის სანქციებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g