უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალარის განცხადებით, უკრაინაში საერთაშორისო ლეგიონი იქმნება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, უცხოელებისგან, უკვე რამდენიმე ათასი განაცხადია მიღებული.
„ჩვენ ვქმნით საერთაშორისო ლეგიონს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაცხადა ახალი ქვედანაყოფის – „საერთაშორისო ლეგიონის“ ჩამოყალიბება.
ჩვენ უკვე გვაქვს რამდენიმე ათასი განცხადება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, რომლებსაც სურთ შეუერთდნენ წინააღმდეგობას რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ და დაიცვან მსოფლიო უსაფრთხოება პუტინის რეჟიმისგან.“ – წერს ანა მალარი „ფეისბუკზე“.