LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ვრეაგირებთ ურთიერთობებში არსებულ სტრესზე ისე, როგორც ჩვენი მშობლები“ – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

23
მაკა-გორდელაძე

სტრესი ურთიერთობებში და მასთან გამკლავების გზები – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქო კონსულტანტმა მაკა გორდელაძემ ისაუბრა.

რამდენად ხშირია სტრესი ყოველდღიურობაში?

ყველა წყვილი განიცდის სტრესს. სტრესი არის ჩვენი რეაქცია გარემო პირობებზე, რომელიც ჩვენგან ბრძოლას და ადაპტაციას მოითხოვს, ურთიერთობაში კი ჩვენზე არა მხოლოდ საკუთარ სტრესთან გამკლავება გვიწევს, არამედ ჩვენზე გავლენას პარტნიორის სტრესიც ახდენს.

სტრესი შეიძლება იყოს გამოწვეული როგორც გარეგანი ფაქტორებით, ასევე შინაგანი ფაქტორებით,

გარეგანი ფაქტორებია: სამსახური და მასთან დაკავშირებული პრობლემები; ოჯახურ თუ სხვა  ურთიერთობებში არსებული მოუგვარებელი საკითხები; ფინანსური სირთულეები; ჯანმრთელობა და სხვ.

შინაგანი ფაქტორებია: კამათი; განსხვავებული ღირებულებები სურვილებსა და მოთხოვნილებებში; ერთმანეთის ინტერესების იგნორირება, დაუფასებლობისა და უგულვებელყოფის შეგრძნება.

სტრესის უარყოფითი გავლენა პირად ურთიერთობებზე.

სტრესი შეიძლება საზიანო იყოს ურთიერთობებისთვის და ურთიერთობის გაფუჭების გამომწვევი მიზეზიც გახდეს. ხშირად, ადამიანები არ ამბობენ და საკუთარ თავში მალავენ  სტრესს, რაც ართულებს პარტნიორის მხრიდან მხარდაჭერის მიღებას.

სტრესთან გამკლავებას ართულებს ისიც, რომ სტრესი გადამდებია. თუ პარტნიორი სტრესის ქვეშ არის, ჩვენც სტრესს განვიცდით. გაიხსენეთ კამათი, რომელიც სწრაფად გამწვავდა იმის გამო, რომ თქვენ კამათისას გადმოგედოთ ერთმანეთის ემოციური მდგომარეობა, რამაც ორივეს გიბიძგათ გეთქვათ ისეთი რამ, რასაც სხვა დროს არ იტყოდით. წყვილები „იჭედებიან“ ამ ნეგატიურ წრედში. ეს მეტისმეტად ართულებს  გაუმკლავდნენ და მოაგვარონ ძირითადი საკითხები.

სტრესის გასაღები არის ის, თუ როგორ მართავენ მას წყვილები.

  1. მოუსმინე საკუთარ თავს

ხშირად ჩვენ არ ვუსმენთ ან არ გვინდა მოვუსმინოთ ჩვენს შინაგან ხმას, რომელიც ყოველთვის სწორ რჩევას გვაძლევს და გვანახებს სინამდვილეში რა გვინდა, ამის ნაცვლად ურთიერთობებში ჩვენს ეგოს ვაძლევთ უფლებას რომ გვმართოს და ის გაგვაკეთებინოს, რაც სინამდვილეში არ გვინდა.

  1. იცოდე სტრესთან ბრძოლის საკუთარი სტილი

როცა ვინმესთან უთანხმოება გაქვს, რას აკეთებთ? მიდრეკილი ხართ პრობლემის იგნორირებისკენ  ან ერიდებით ადამიანს? დაუპირისპირდებით მათ მაშინვე? ეძებთ კომპრომისს?

ყველა განსხვავებულად რეაგირებს  სტრესზე. ხშირად ჩვენ სწორედ ისე ვრეაგირებთ სტრესზე როგორც ჩვენი მშობლები, თუ ისინი ბრაზს და უარყოფით ემოციას ხმამაღლა გამოხატავდნენ, ჩვენც ასე ვიქცევით.

სასარგებლოა იცოდეთ თქვენი და თქვენი პარტნიორის   კონფლიქტურ სიტუაციაზე რეაგირების სტილი. შეიძლება  თქვენი სტილი ერთმანეთს შეეჯახოს. იმის ცოდნა, თუ როგორ უპასუხებთ კონფლიქტს, დაგეხმარებათ იპოვოთ საერთო გამკვლავების სტრატეგია სტრესის დროს.

  1. ისაუბრეთ (პირისპირ)

მნიშვნელოვანია წყვილებმა დაადგინონ და ისაუბრონ იმაზე, თუ რა იწვევს მათ სტრესს და რა სჭირდებათ სტრესის დროს. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ძნელი იყოს საუბარი იმაზე, თუ რა იწვევს სტრესს, განსაკუთრებით, სასარგებლოა პარტნიორებისთვის ისაუბრონ თავიანთ საჭიროებებზე და გამოხატონ ერთმანეთის მხარდაჭერა. ის წყვილები, რომლებიც ყველაზე წარმატებულები არიან სტრესთან გამკლავებაში, ერთად ებრძვიან მას. ისინი ქმნიან განცდას, ერთიანობის და გუნდურობის.

ძალიან მნიშვნელოვანია, იმ პრობლემური საკითხების განხილვა, რომლებიც შეიძლება არსებობდეს  ურთიერთობებში. როგორც ზემოთ ვახსენეთ,  ხშირად ერთმანეთის სტრესზე იმპულსურმა რეაგირებამ, სიტყვებითა და ქმედებებით პასუხის გაცემამ, მოგვიანებით სანანებელი ხდება და ამან შეიძლება გაზარდოს თქვენი სტრესის დონე და გაართულოს მოგვიანებით საქმეებთან გამკლავება.

ამის ნაცვლად, დაგეგმეთ წინასწარ საუბარი. როდესაც რთული საუბარი გელოდებათ,  წინასწარ დაგეგმვა სასარგებლოა. ასე შეძლებთ თქვენი შეხედულებების გაზიარებას და სხვისი პერსპექტივის უფრო ეფექტურად მოსმენას. გარკვეული დრო დაუთმეთ ფიქრს, რის მიღწევას იმედოვნებთ საუბრიდან. დაფიქრდით, როგორ გამოიყურება იდეალური შედეგი,

პოტენციურად სტრესული საუბრის დაწყებამდე მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან გადავამოწმოთ რას განვიცდით და რა შეიძლება მოხდეს რეალურად, რათა ემოციურად მოვემზადოთ. როდესაც საუბრის დასაწყებად მზად იქნებით, იპოვეთ დრო, რომელიც ყველასთვის შესაფერისია, რომ ისაუბროთ ყურადღების გადატანის გარეშე. ახსენით, რატომ გსურთ ამ საუბრის გამართვა და გააზიარეთ რის მიღწევა გსურთ.

  1. შეცდომების პატიება

ერთმანეთს მოუსმინეთ, სანამ გადაწყვეტილებებს მიიღებთ.

  1. ჩახუტება

უფრო ხშირად ჩაეხუტეთ. სამუშაოდან დაბრუნების შემდეგ მინიმუმ 30 წამის განმავლობაში ჩახუტება დაგეხმარებათ თქვენი სხეულების მოწესრიგებაში და ერთმანეთის დამშვიდებაში.

  1. მადლიერების განცდა იმისთვის, რაც უკვე არის თქვენს ურთიერთობაში.
  2. ითხოვეთ დახმარება და აგრძნობინეთ მხარდაჭერა სტრესის დროს.

ჰკითხეთ თქვენს პარტნიორს, რის გაკეთება შეგიძლიათ, რათა დაეხმაროთ და გაამარტივოთ მისი დღე.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g