LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ ვუახლოვდებით გარკვეულწილად შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 000 საწოლის სახით: თამარ გაბუნია

64
207263-video

“ჩვენ ვუახლოვდებით გარკვეულწილად შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 000 საწოლის სახით“,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა მაქსიმალურია.

როგორც გაბუნია განმარტავს, კლინიკას ბოლო კვირის განმავლობაშიც დაემატა საწოლების გარკვეული რაოდენობა.

„ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის მაქსიმალური. მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი. ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა საწოლების რაოდენობა. ამგვარად, ჩვენ ვუახლოვდებით გარკვეულწილად შესაძლებლობების მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 000 საწოლის სახით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების პიკია – ბოლო 24 საათში ვირუსს 58 ადამიანი ემსხვერპლა. ეს გარდაცვალების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებლია.

49 468 ჩატარებული ტესტიდან გამოვლინდა კოვიდ 19 ის 4921 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 471 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g