LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ წყვილი არასდროს ვყოფილვართ“ – გვინეტ პეტროუ კრის მარტინის შესახებ

185
301610-4786158-updates

მსახიობი გვინეტ პელტროუ და Coldplay-ის ფრონტმენი, კრის მარტინი ქორწინებაში 10 წელი იმყოფებოდნენ. განქორწინების შემდეგ წყვილმა შესანიშნავი ურთიერთობა შეინარჩუნა და შვილებს, 16 წლის ქალიშილსა და 10 წლის ვაჟს ერთობლივად ზრდიან.

სულ ცოტა ხნის წინ, 47 წლის გვინეტმა ჟურნალ Vogue-ის ინტერვიუ მისცა და ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, თუმცა, წყვილი არასდროს ვყოფილვართ, ჩვენ ერთმანეთს არ შევეფერებოდით, ჩვენს შორის მუდამ ქაოსი სუფევდა“, – აცხადებს პელტროუ.

მიუხედავად გარკვეული უთანხმოებებისა, გვინეტმა თქვა, რომ კრისთან მუდამ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და მსგავსი იუმორის გრძნობა აახლოვებდათ.

https://www.instagram.com/p/BUFlp-yg-CJ/?utm_source=ig_embed

აღსანიშნავია, რომ გვინეტ პელტროუს კრის მარტინის შეყვარებულთან, დაკოტა ჯონსონთან შესანიშნავი ურთიერობა აქვს, მეტიც, ისინი ერთად ისვენებენ ხოლმე, ტაბლოიდები იმასაც ირწმუნებიან, რომ  ცოტა ხნის წინ დაშორებული მარტინი და ჯონსონი სწორედ პელთროუმ შეარიგა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები