LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენ ყველაზე ბედნიერები ვიყავით, ერთმანეთით ვტკბებოდით და გვიხაროდა ცხოვრება.. ჩემი ნება რომ იყოს, მის მაგივრად ყოველ წამს დაუფიქრებლად დავდგებოდი“ – შორენა ონიანის მეუღლის ემოციური პოსტი

2637
შორენა ონიანი

შორენა ონიანის ქმარი, გიგა ცხელიშვილი მეუღლის გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელში შორენას შესახებ წერდა.

გიგა მეუღლეს ემოციურ პოსტს უძღვნიდა და იმედს გამოთქვამდა, რომ სასწაული მოხდებოდა და შორენა გადარჩებოდა.

„ჩვენი ამბავი აქედან დაიწყო და ჩვენ ყველაზე ბედნიერები ვიყავით, ერთმანეთით ვტკბებოდით და გვიხაროდა ცხოვრება. ჩვენი ტყუპების ამბით ხომ ღრუბლებში დავფრინავდით. ყოველი წინ წასული დღე უფრო გვიტკბობდა ამ სიყვარულს, რომ ჩვენი პატარები უნდა დაბადებულიყვნენ, მაგრამ გამოჩნდებიან ხოლმე ბოროტი ზღაპრის დედაბრები, რომლებიც ამ ბედნიერებას ხელს უშლიან და თავის უყურადღებობის და დაუდევრობის გამო მთელი ჩემი ცხოვრება თავზე დამამხეს.

ჩემი ნება რომ იყოს, მის მაგივრად ყოველ წამს დაუფიქრებლად დავდგებოდი, რადგან ჩვენ პატარებს ის უფრო სჭირდება, ილოცეთ მისთვის, ილოცეთ მისი პატარებისთვის შორემ ორი ანგელოზი გვაჩუქა დაჩი და დანიელი, რომლებიც მაძლევენ იმის ძალას, რომ მეც ჩემ სიყვარულთან ერთად არ ვიყო მის მდგომარეობაში, ახლა სრულიად მარტო და უსუსურები ვართ ამხელა ქალაქში მის ძმასთან ერთად. უფალო მოახდინე სასწაული“, – წერდა შორენას მეუღლე.

სამწუხაროდ, შორენა ონიანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გოგონას ახალშობილი ტყუპები დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g